კოლეგიური ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
1) სხდომის თარიღი და ადგილი;
2) საქმის განმხილველი ორგანოს დასახელება და შემადგენლობა;
3) განსახილველი საქმის შინაარსი;
4) ცნობა საქმის მინაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;
5) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;
6) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;
7) ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და მისი გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.
კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-593-565(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2008
…უგულებელყოფით, რასაც მას უკარგავს მტკიცებულების ძალას, უკანონო იყო მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული სახდელი, კერძოდ, ნ. ქ.-ის დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 265-ე, 268-ე, 287-ე, 232-ე, 38-ე მუხლის მოთხოვნებს. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება