ამ კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადახდისას დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ქვითარი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საქმის წარმოება, შემდეგ კი დადგენილების აღსრულება ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1315-1274(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2009
…მოსაზრება იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი. ადმინისტრაციულ სამართალქდარღვევათა კოდექსის 209.2, 2341, 242.2, 292-ე მუხლების მიხედვით, კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას მძღოლს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება