თავი V — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-1127(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
წინააღმდეგ შემთხვევაში ეცნობა, რომ,,პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაჯარიმდებოდა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-198(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
ამ გარემოების დადგენას მნიშვნელობა გააჩნდა დასაკისრებელი სანქციის ოდენობის განსაზღვრისთვის, რადგანაც აღნიშნული კოდექსის 44-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია სხვა ოდენობის სანქციას ითვალისწინებდა (10 000 ლარი). შესაბამისად, მიუხედავად უნებართვო მშენებლობის გამოვლენის დროისა, სანქციის დაკისრების მიზნებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამ ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სანქციებიდან ყველაზე მსუბუქი.
- საქმე №ას-436-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2022
ამის გამო, საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებით, პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა.
- საქმე №ბს-245-243(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2017
მოსარჩელე თავადაც აღნიშნავს სარჩელში, რომ იგი მრავალი წელია მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე სს „საქართველოს რკინიგზა-ში“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით კი საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და…
- საქმე №330310015001010650 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
იმ შემთხვევაში, თუ ექიმებს მათი სერტიფიკატების ფარგლებში არ ჰქონდათ უფლება ეწარმოებინათ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა, შესაბამისად, მათ განახორციელეს უკანონო საექიმო საქმიანობა - სამართალდარღვევა, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44.2 მუხლის მე-3 პუნქტით. სამართალდარღვევის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნას არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით ან მოსაზრებით, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილებით.
- საქმე №330210116001521983 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება