აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე;
წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ას-665-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…წარმოდგენილი არ არის.“ 4.2.6 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების)" მეთოდიკის 4-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოანგარიშებული იქნა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოხსნითა და ნაყოფიერი ნიადაგის დეგრადირებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რამაც შეადგინა 14,657.30 ლარი.
- საქმე №ბს-1297(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
ამდენად, ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-5, მე-10 და მე-15 მუხლების დარღვევა არ შეიძლება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად ჩაითვალოს, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
- საქმე №ბს-416(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
„თავისუფლების უფლების“ დადგენით, მე-5 მუხლი ითვალისწინებს პირის ფიზიკურ თავისუფლებას; მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ არავის ჩამოერთვას ეს თავისუფლება თვითნებურად.
- საქმე №ბს-466(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2020
N43 154 ბრძანება არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, ბრძანების შინაარსიდან არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების გამოკვლევა, ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ „წესის“ მე-3 და მე-5 მუხლები. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია არ არის სადავო საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანო, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს.
- საქმე №ბს-294-294(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
სააპელაციო სასამართლო სსკ-ის მე-4, 102-ე, სასკ-ის მე-5, 17.1, 53.5, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას.
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ბს-613-610(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2018
- საქმე №ბს-220-212(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2013
- საქმე №ას-477-451-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
- საქმე №ბს-174-168(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2010
- საქმე №ბს-416-6(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2005
- საქმე №ბს-485-419-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2005
- საქმე №ბს-350-51-გ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2004
- საქმე №3გ-ად-24-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2003
- საქმე №3გ-ად-239-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2003
- საქმე №150310014622540 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 09.12.2019
- საქმე №330310017001680680 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №330310017002062360 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №130310017002187935 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 19.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება