თავი VII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-294-294(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
…ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა იმ ძირითადი ელემენტების გარეშე, რაც საკუთრების უფლებას განასხვავებს სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის მე-4, 102-ე, სასკ-ის მე-5, 17.1, 53.5, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას.
- საქმე №ბს-772-772(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2018
…უნდა წარედგინა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შესახებ დასაბუთებული განცხადება. შ. ნ-ემ განცხადებაში მიუთითა, რომ აშენებულ სახლში აწარმოებდა შერეული საქონლით ვაჭრობას, რისთვისაც ითხოვდა მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შ. ნ-ე დაჯარიმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვაჭრობის გამო.
- საქმე №ბს-9-8(2კ-6კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2016
…სამსახურში აღდგენას, ადგილობრივი ორგანოს მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სასკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. სასკ-ის 53-ე მუხლის 1-ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჟეტში სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან.
- საქმე №150310014622540 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 09.12.2019
…ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა იმ ძირითადი ელემენტების გარეშე, რაც საკუთრების უფლებას განასხვავებს სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის მე-4, 102-ე, სასკ-ის მე-5, 17.1, 53.5, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება