თავი VII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
1. ტყის უბნისთვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
2. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის განხორციელების რეჟიმის დარღვევა სახელმწიფო ტყის იმ ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი უბნის ტერიტორიაზე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, ან სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების დარღვევა, ან ლანდშაფტური უბნის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოების რეჟიმის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.05.2020 კანონი №5961
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-499-499-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2018
…გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევისა), 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 721, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 84-ე, 841 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7, მე-8, მე-9 ნაწილებით და 1282 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება