თავი VII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
ისეთი ავტომობილების, თვითმფრინავების, გემებისა და სხვა მოძრავი საშუალებებისა და დანადგარების საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №3გ/ად-193-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2003
…გარიგებასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, ხოლო სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება