თავი II — სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის თანამიმდევრობა
1. (ამოღებულია - 21.09.2023, №3502).
2. განმცხადებელს უფლება აქვს, დაესწროს გამწვევი კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.
3. გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს პირის განცხადება და იგი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საბოლოო დასკვნის გამოსატანად სახელმწიფო კომისიას გაუგზავნოს.
4. სახელმწიფო კომისიას საბოლოო დასკვნა გამოაქვს პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში.
5. სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას.
6. თუ სახელმწიფო კომისია განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადებით დასკვნას გამოიტანს, ხოლო შესაბამისი მინისტრი სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და სათანადო ბრძანებას გამოსცემს, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2014
წლის 29
ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №714 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №714
- 21.09.2023 კანონი №3502
- 29.07.2014 კანონი №2557
- 24.06.2011 კანონი №4962
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-722-707(2კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2013
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, „ალტერნატიული სამსახურის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო დასკვნა და მისი საბოლოო განხილვისათვის საქმე უნდა გადაგზავნილიყო ალტერნატიულ სამსახურში, რაც არ განხორციელებულა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება