2. ეს კანონი განსაზღვრავს პარტიის უფლებებსა და ვალდებულებებს, სტატუსს, შექმნისა და საქმიანობის წესებს, მისი ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის.
3. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.
4. განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.
5. საარჩევნო კამპანიის ხარჯების რეგულირებასთან დაკავშირებით, მათი კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ამ კანონით დადგენილი ნორმები გამოიყენება საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ერთად.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1384 – ვებგვერდი, 04.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.03.2026 ორგანული კანონი №1384
- 02.07.2020 ორგანული კანონი №6724
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-168(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
…02/07/2020, გამოქვეყნების თარიღი 03/07/2020) მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით. თავის მხრივ, კანონის 1-ლი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“…
- საქმე №330310018002271740 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
…შესაბამის ნორმებთან, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. 7.2.,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’ ’ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში-პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება