თავი III — პარტიის, პარტიის წევრისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი
2. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.
3. თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.
4. თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, ისინი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.119
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2095 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №333 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.03.2025 ორგანული კანონი №333
- 02.07.2020 ორგანული კანონი №6724
- 07.03.2014 ორგანული კანონი №2095
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-168(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
„პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულების და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 291 მუხლის, 30-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტების და 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნების შესატყვისად, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს“ 2020 წლის დაფინასება სრულად უნდა მიეღო (600 000 ლარი), რაც არ მიუღია, კერძოდ, დეკემბრის თვის 45 161 ლარი და 28 თეთრი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება