საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
22.2
საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის:
22.2.1
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის გასაცემად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და მის უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი
100
22.2.2
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ
100
22.2.3
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის გასაცემად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და მის უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი
100
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3604-რს. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.05.001.017713.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3604-რს, 08.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.017713 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2840544/
ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2015.
პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება