1. საქართველოში მოქმედებს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;
გ) მეცნიერთა საზოგადოებრივი გაერთიანებანი.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქმნება კანონით და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის წესები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანებები მონაწილეობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაში, სახელმწიფო სამეცნიერო ტექნოლოგიების პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში, მათ ექსპერტიზასა და შესრულებაში.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4560 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5277 – ვებგვერდი, 04.11.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.11.2019 კანონი №5277
- 25.11.2015 კანონი №4560
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-449(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
კასატორმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლზე, სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დებულების (21.05.2019წ. რედაქცია) მე-2 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ არ დგინდებოდა ი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება