1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები და მისი შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997წ., გვ.161
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3362 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.239
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3069 - ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3069
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-971-912-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2012
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე, 477-ე მუხლების დანაწესები და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა…
- საქმე №ას-168-162-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2011
სასამართლომ არ გამოიყენა «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ¹150 ბრძანების მე-3 მუხლის მეექვსე, მე-12 ნაწილები და არ გაითვალისწინა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება