ვიზის მისაღებად წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას არანაკლებ სამი თვით;
ბ) უნდა შეიცავდეს ვიზის ბლანკის დასატანად ვარგის, არანაკლებ ორ თავისუფალ გვერდს, გარდა e-VISA PORTAL-ის მეშვეობით სამგზავრო დოკუმენტისა;
გ) არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა შეიცავდეს არაოფიციალურ ჩანაწერებს. e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტის შემთხვევაში მოწმდება სამგზავრო დოკუმენტის პერსონალურ მონაცემთა გვერდი;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 22, №280, 23.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018665 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2882028/muxli-22/