თავი XI — ინფორმაციის შენახვა და ხელმისაწვდომობა. კომუნიკაცია
1. ვიზის გაცემის საკითხის განხილვისას წარდგენილი/მოპოვებული მონაცემები/დოკუმენტები ინახება ვიზის გამცემ ორგანოში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.
2. ვიზის გაცემის საკითხის განხილვისას წარდგენილი/მოპოვებული მონაცემები/დოკუმენტები შენახული უნდა იქნეს პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების რეჟიმის გათვალისწინებით შესაბამის სავიზო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.
3. ვიზის გაცემის საკითხის განხილვისას წარდგენილი/მოპოვებული მონაცემების/დოკუმენტების შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, მათი დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 36, №280, 23.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018665 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2882028/muxli-36/