მუხლი 3. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების, მათი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, რეაგირებისათვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №125, 26.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.157.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2888878/muxli-3-2/