1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა – გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
4. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ „დ.ე“, „დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორცილებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
6. თუ პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.
დანართი №16.1
იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა
მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია
E80.2
ადისონის დაავადება
E27.1
ალსტრიომის სინდრომი
E66.0
ბარტერის სინდრომი
E26.8
ბეხჩეტის სინდრომი
M35.2
უიპლის დაავადება
K90.8
ბილიარული ატრეზია
Q 44.2
კონის სინდრომი
E26.0
კრონკჰაიტ-კანადას დაავადება
D12.6
გარდნერის სინდრომი
D69.2
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
D55.0
ჰემოქრომატოზი
E83.1
ინსულინომა
E16.1
ლაიმის დაავადება
A 69.2
ფენილკეტონურია
E70.1
ჰომოცისტინურია
E72.1
ფეოქრომოციტომა
C74
ვილმსის სიმსივნე
C64
ვულგარული იქთიოზი
Q 80.0
ჰიპოფიზარული ნანიზმი
E23.0
ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)
E84
ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება)
M91.1
მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)
D80.0
ტერ-ნერის სინდრომი
Q 96
ბულოზური ეპიდერმოლიზი
Q 81.9
გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია)
K90.0
გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები - დრავეს სინდრომი
G40.4
მუკოპოლისაქარიდოზი I და II ტიპი
E76.0
E76.1
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
D69.3
ჰიპერიმუნოგლობულინ E სინდრომი
D82.4
თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან - პრადერ-ვილის სინდრომი
Q 87.1
დანართი №16.2
იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების სტაციონარული მომსახურება
დასახელება
კოდი
(ICD-10)
ერთეულის ღირებულება (ლარი)
მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები
რეგიონული ენტერიტი
K50
მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით
K90.4
ცელიაკია
K90.0
იუვენილური დერმატომიოზიტი
M33.0
იუვენილური მაანკილოზირებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
M08.1
რეიტერის დაავადება
M02.3
სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია)
M34
სისტემური წითელი მგლურა
M32
იუვენილური პოლიარტერიტი, ვეგნერის გრანულომატოზი, კან-ლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი
M31.3
შაქრიანი დიაბეტი კომის გარეშე
E10
შაქრიანი დიაბეტი კომით
E10
1234
არასრული ოსტეოგენეზი
Q78.0
ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება, კონსერვატიული მკურნალობა
M86
ქრონიკული ოსტეომიელიტი-სეკვესტრექტომია
M86.6
1816
მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია
D58
დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით)
D56.1
ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით
D55
მედიკამენტოზური ჰემოლიზი
D59.8
შონლაინ-ჰენოხის დაავადება
D69.0
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
D69.3
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი
M08.0
ჰიპერთირეოიდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე
E05
იშვიათი დაავადებები
მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია
E80.2
ადისონის დაავადება
E27.1
ალსტრიომის სინდრომი
E66.0
ბარტერის სინდრომი
E26.8
ბეხჩეტის სინდრომი
M35.2
უიპლის დაავადება
K90.8
ბილიარული ატრეზია (ქირურგიული მკურნალობა)
Q44.2
2170
კონის სინდრომი
E26.0
კრონკჰაიტ-კანადას დაავადება
D12.6
გარდნერის სინდრომი
D69.2
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
D55.0
ჰემოქრომატოზი
E83.1
ინსულინომა
E16.1
ლაიმის დაავადება
A 69.2
ფენილკეტონურია
E70.1
ჰომოცისტინურია
E72.1
ფეოქრომოციტომა (ქირურგიული მკურნალობა)
C74
1816
ვილმსის სიმსივნე (ქირურგიული მკურნალობა)
C64
1377
ვულგარული იქთიოზი
Q 80.0
ჰიპოფიზარული ნანიზმი
E23.0
ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)
E84
ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება) (ქირურგიული მკურნალობა)
M91.1
1202
მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)
D80.0
დანართი №16.3
ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მოცულობა და ნოზოლოგიური ჯგუფები
1. მომსახურების მოცულობა:
ა) ამბულატორიული მომსახურება:
ა.ა) ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;
ა.ბ) სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;
ა.გ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით B და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);
ა.დ) სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;
ა.ე) თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;
ა.ვ) ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები);
ბ) სტაციონარული მომსახურება:
ბ.ა) ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;
ბ.ბ) ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება;
გ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ‑კონცენტრატების - VIII, IX, XIII ფაქტორების, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული აქტივირებული კოაგულაციური კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდება (მათ შორის, გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს). ამ მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულება. ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენება-განაწილების ინსტრუქცია განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სისხლის შედედების მემკვიდრული პათოლოგიები:
ა) D66- VIII ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია A);
ბ) D67- IX ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია B);
გ) D68.0 -ფონ‑ვილებრანდის დაავადება (VWD);
დ) D68.1 - XI ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი;
ე) D68.2 - სისხლის შედედების სხვა ფაქტორების მემკვიდრული დეფიციტი:
ე.ა) I (ფიბრინოგენი);
ე.ბ) II (პროთრომბინი);
ე.გ) V (ლაბილური ფაქტორი, ანუ პროაქცელერინი);
ე.დ) VII (სტაბილური, ანუ პროკონვერტინი);
ე.ე) X (სტიუარტ‑პრაუერი);
ე.ვ) XII (ჰაგემანი);
ე.ზ) XIII (ფიბრინ‑მასტაბილიზირებელი);
ვ) D69.1 -თრომბოციტების თვისობრივი დეფექტები.
დანართი №17
სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება
(პროგრამული კოდი 35 03 03 0