სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1521
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1521

2015 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრმა მნიშვნელოვანი სამთავრობო პროექტის საქმიანობის ერთწლიანი მუშაობის შეჯამებასთან დაკავშირებით, ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი შეხვედრა-სემინარის ორგანიზებისა და ინფორმაციის საზოგადოებისათვის გასაცნობად, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მისთვის გამოყოფილი 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი