თავი XI — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი, ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა
1. საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს აკრედიტებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელს სკოლის ფართობი.
4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია შეთავაზებული პროგრამების/სერვისების და კონსულტაციის მონაწილეებისთვის გამოიყენოს რესურსსკოლის ფართობი, მათ შორის, პანსიონური ნაწილი გამოიყენოს სხვა ქალაქის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ღამით განთავსების მიზნით.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2671 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.36
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.11.2023 კანონი №3663
- 16.03.2021 კანონი №338
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. საჯარო სკოლის ქონება 1. საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს აკრედიტებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელს სკოლის ფართობი. 4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია შეთავაზებული პროგრამების/სერვისების და კონსულტაციის მონაწილეებისთვის გამოიყენოს რესურსსკოლის ფართობი, მათ შორის, პანსიონური ნაწილი გამოიყენოს სხვა ქალაქის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ღამით განთავსების მიზნით. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2671 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-952-895-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2012
სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, ასევე 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი წინაპირობები, სკოლის დირექტორს, როგორც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვასა და სკოლის მართვაზე…
- საქმე №ას-65-62-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
სასამართლომ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, 35-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ სკოლის დირექტორი, სხვა უფლებამოსილებასთან ერთად მართავს სკოლას, შეიმუშავებს საშტატო განრიგს, პასუხისმგებლია სასწავლო…
- საქმე №ას-82-78-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
სკოლის ქონების მესამე პირებზე გადაცემისას შესაბამისი კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველობა, რითიც დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის,,ა”…
- საქმე №ას-24-24-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2012
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლის პირველი ნაწილით და 50-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორი სხვა უფლებამოსილებებთან ერთად ახორციელებს სკოლის მართვას, შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
- საქმე №ას-1035-1066-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
პალატამ იხელმძღვანელა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “დ” და “ზ” ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, 50-ე მუხლის პირველი პუნქტით და განმარტა შემდეგი: კანონით დადგნილი წესით ლ. კ-ის არაკვალიფიციურობის შესახებ რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება და არც რაიმე მტკიცება…
- საქმე №ას-282-604-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2009
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება