1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს;
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №24, 27.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2926220/muxli-1-3/