თავი V — არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის, კონკურსის, ატესტაციისა და ოფიციალური ღონისძიების ენა
1. რეფერენდუმი და პლებისციტი მზადდება და ტარდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი შემთხვევებისა.
2. რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩასატარებელი ბიულეტენები და რეფერენდუმისა და პლებისციტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი შემთხვევების
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.2015).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/08/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება