თავი IV — ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები
1. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ დაიტანება დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას.
2. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაიტანება შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა „საიდუმლო“.
3.გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი“-ს დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2015.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/08/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება