„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№388
სარეგისტრაციო კოდი
120200010.10.003.018774
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2015 წლის 31 ივლისი

   ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ–საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014წ., 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

„მუხლი  4.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

3. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი.

4. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი დეპარტამენტის უფროსი.

5. სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში:

ა) ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი;

ბ) პენიტენციურ დეპარტამენტში:

ბ.ა) პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე;

ბ.ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შტაბის (სამმართველო) უფროსი, შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე, მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;

ბ.გ) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ბადრაგირების სამმართველოს ოცეულის მეთაური, ინსპექტორი, ინსპექტორი (გუშაგი), გარე დაცვის სამმართველოს ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაური, სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი;

ბ.დ) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მებრძოლი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;

გ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი, კრიზისების მართვის განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი