თავი IV — კონტროლისა და მონიტორინგის პროცედურები ნაგავსაყრელის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის ფაზაში
1. ნაგავსაყრელზე ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან ან უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, როდესაც წყლის ბალანსი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ნაგავსაყრელის გამონაჟონის მოცულობების დასადგენად, საჭირო გაზომვების სიხშირე განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად:
ა) ნალექების რაოდენობა – ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – ყოველდღიურად;
ბ) ტემპერატურა (მინიმალური, მაქსიმალური) – ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – ყოველდღიურად;
გ) ქარის მიმართულება და სიჩქარე – ოპერირების ეტაპზე – ყოველდღიურად, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – არ არის სავალდებულო;
დ) ტენიანობა – ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – ყოველდღიურად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეგროვებული ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეწოდოს სამინისტრო
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 37, №421, 11.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018807 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2946318/muxli-37/