1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეები არ უზრუნველყოფს იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.
4. დაწესებულების სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რა დროსაც მოქმედებს ამ დებულების 71-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/08/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება