1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებებისა და ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს. სახაზო ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სახაზო ნაგებობების მფლობელთან შეთანხმებით.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოები კომისიასთან კოორდინირებულად შეიმუშავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასა და მიწის ნაკვეთებზე ავტორიზებული პირებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სისტემების, ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, აღჭურვილობებისა და დამატებითი რესურსების განთავსებისთვის უფლების მინიჭების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებს.
3. ელექტრონულ
ი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს უფლება აქვთ მიწისა და ობიექტების მფლობელებთან (მესაკუთრეებთან) შეთანხმების საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, საინჟინრო ნაგებობებში, კოლექტორებსა და დაცულ ზონებში.
4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ვალდებული არიან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გაითვალისწინონ და აწარმოონ საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა ან რეკონსტრუქცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების განთავსების მიზნით.
5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების დაპროექტების, მშენებლობისა და მონტაჟის სამუშაოები სრულდება მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მშენებლობისათვის დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დაცვით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის
15 ივლისის
კანონი №6962
- ვებგვერდი,.07
.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.11.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.11.2011 კანონი №5293
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიით სარგებლობა, მიწათსარგებლობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების დაცვა 1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებებისა და ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს. სახაზო ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სახაზო ნაგებობების მფლობელთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები კომისიასთან კოორდინირებულად შეიმუშავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასა და მიწის ნაკვეთებზე ავტორიზებული პირებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სისტემების, ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, აღჭურვილობებისა და დამატებითი რესურსების განთავსებისთვის უფლების მინიჭების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებს. 3. ელექტრონულ ი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს უფლება აქვთ მიწისა და ობიექტების მფლობელებთან (მესაკუთრეებთან) შეთანხმების საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, საინჟინრო ნაგებობებში, კოლექტორებსა და დაცულ ზონებში. 4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ვალდებული არიან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გაითვალისწინონ და აწარმოონ საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა ან რეკონსტრუქცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების განთავსების მიზნით. 5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების დაპროექტების, მშენებლობისა და მონტაჟის სამუშაოები სრულდება მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მშენებლობისათვის დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დაცვით. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6962 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ. თავი IX. ციფრული მაუწყებლობა და ინდივიდუალური დაშვების სისტემები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-742-694-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2017
კასატორმა მიუთითა მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნია, რომ „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება