1. წამლის გვერდითი მოქმედების მონიტორინგის ერთიან სისტემაში მონაწილეობენ სამკურნალო-პროფილაქტიკური ქსელის მკურნალი ექიმები, სამკურნალო დაწესებულებების სამკურნალო სამსახურების სპეციალისტები და სამინისტროს სტრუქტურები.
2. წამლის გვერდითი მოქმედების მონიტორინგის სისტემის საერთო კოორდინაციას და მიღებული საინფორმაციო მასალის ანალიზს ახორციელებს სააგენტო, რომელიც:
ა) აგროვებს წამლის არასასურველი ეფექტის შესახებ ინფორმაციას, აანალიზებს და განაზოგადებს მას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას უცვლის სხვა ქვეყნების სამედიცინო სამსახურებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას;
გ) ორგანიზებას უწევს მოძიებული მონაცემების ექსპერტიზას და ამზადებს რეკომენდაციებს წამლის გამოშვებისა და მიმოქცევიდან ამოღების და სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების გაუქმების შესახებ;
დ) ეტაპობრივად შეისწავლის წამლების შეუთავსებლობასა და ურთიერთქმედებას, განაზოგადებს სამკურნალო საშუალებების შესახებ მონაცემებს და ამზადებს საინფორმაციო მასალას.
3. წამლის გვერდითი მოქმედების შესახებ სამკურნალო ქსელიდან ინფორმაციული ნაკადის ფორმირების წესსა და თანამიმდევრობას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
4. სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და გამოყენების სუბიექტები ვალდებული არიან სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია სამკურნალო საშუალების გვერდითი მოქმედების ყველა შემთხვევის თაობაზე და სამკურნალო საშუალების სხვა ურთიერთქმედების თავისებურებათა შესახებ, რომლებიც მისი გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული არ არის.
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №377 – სსმ I, №25, 27.08.2004წ., მუხ.122
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3092 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 2 სექტემბრის კანონი №7075 – ვებგვერდი, 07.09.2020წ.
თავი XI.(ამოღებულია)
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140
საქართველოს 2009 წლის
24 სექტემბრის კანონი №1
703 - სსმ I, №2
9,12.10.2009წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.09.2020 კანონი №7075
- 05.07.2018 კანონი №3092
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-972-936(3კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2009
…კლინიკის დიაგნოზის, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე საკასაციო პალატის 26.07.05წ. გადაწყვეტილებით დადგენილია პოსტვაქცინალური მწვავე ენცეფალომიელიტის ფაქტი. «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 11 მუხლის მე-18 პუნქტის, სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად დადგინდა, რომ სახეზეა უმოქმედობით გამოწვეული ზიანი.
- საქმე №ბს-434-25(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2005
თუმცა, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმ გვარდითი მოვლენების არსებობის ფაქტს, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მაგ: პარეზი, გიემბარეს სინდრომი, ენცეფალიტი და ა. შ. “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონის 26.4 მუხლის შესაბამისად, სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და გამოყენების სუბიექტები ვალდებული არიან წამლის სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია სამკურნალო საშუალების სხვა ურთიერთქმედების თავისებურებათა შესახებ, რომელიც მითითებული არ არის მათი გამოყენების ინსტრუქციაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება