2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაარღვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღოს, გადაიტანოს ან გადააკეთოს შენობა-ნაგებობები, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებების მოქმედებას.
3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით.
4. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №784-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.252
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1816 – ვებგვერდი, 30.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 12.06.2025 კანონი №683
- 20.09.2022 კანონი №1816
- 10.05.2022 კანონი №1547
- 02.05.2014 კანონი №2397
- 05.06.2012 კანონი №6386
- 22.02.2011 კანონი №4222
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11 1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისასივრცე და მიწის ნაკვეთისნაკვეთი გამოყოფა,გამოიყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან − საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან და სააგენტოსთან შეთანხმებით. 2. ფიზიკური დაან იურიდიული პირები,პირი, რომლებიცრომელიც დაარღვევენდაარღვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებულივალდებულია არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ,აიღოს, გადაიტანონგადაიტანოს ან გადააკეთონგადააკეთოს შენობაშენობა-ნაგებობები, - ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათასაშუალებების მოქმედებას. 3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოსსააგენტოსთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან შეთანხმებით. 4. საქართველოსსააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებსსახეებსა და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. [ 5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოსსააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №784-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.252
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №3გ-ად-368-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2002
…უფლება, მითუმეტეს, რომ მინისტრთა კაბინეტის ზემოთ დასახელებული დადგენილება ძალაში იყო და არავის გაუუქმებია. შპს “ს.-ა” თვლიდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული იყო ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრება. საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 72-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 75-ე მუხლის მე-5 პუნქტით: “საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე, მშენებლობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით”.
- საქმე №3გ/ად-181-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2002
…იქონიოს მასზე პრეტენზია, მითუმეტეს, რომ მინისტრთა კაბინეტის ზემოთ დასახელებული დადგენილება ძალაშია და არავის გაუუქმებია. შპს «ს.» თვლის, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრება. საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 72-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 75-ე მუხლის მე-5 პუნქტით «საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელოდება კანონმდებლობით დადგენილი წესით»...
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება