2. დამფრახტველად და გამფრახტველად მიიჩნევიან პირები, რომლებიც გემის დაფრახტვის შესახებ დებენ წერილობით ხელშეკრულებას (ჩარტერი).
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოში მოქმედებს კონვენციები: „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია („ჰააგა-ვიზ ბის წესები“) და „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენცია („ჰამბურგის წესები“
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 114 1. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ არის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გამგზავნი ან დამფრახტველი კისრულობს გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი). 2. დამფრახტველად და გამფრახტველად მიიჩნევიან პირები, რომლებიც გემის დაფრახტვის შესახებ დებენ წერილობით ხელშეკრულებას (ჩარტერი). 3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოში მოქმედებს კონვენციები: „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია („ჰააგა-ვიზ ბის წესებიწესები“) “) და „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენცია („ჰამბურგის წესები“).წესები“
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1085-1042-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.05.2017
…კონოსამენტი (ან საზღვაო ზედნადები), რომელიც ადასტურებს, რომ გადამზიდავმა მიიღო კონოსამენტში მითითებული ტვირთი. 148-ე მუხლის თანახმად კი, დანიშნულების ნავსადგურში ტვირთის გადაცემის წინაპირობა კონოსამენტის დედნის წარდგენაა. 1.8.3. საქართველოს საზღვაო კოდექსის 114-ე მუხლი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის რეგულაციისათვის მიუთითებს ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენციაზე საზღვაო ტვირთზიდვის შესახებ.
- საქმე №030210018002422553 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 15.08.2019
…ის თბილისში წაიღო და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი იყო ორიგინალი ინვოისები, დღემდე არ აძლევს ტვირთს, რითაც მოსარჩელეს ზიანი ადგება. ტვირთის დაგვიანებით გადმოცემისთვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯარიმა. საქართველოს საზღვაო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ არის წერილობითი, რომლის თანახმად ტვირთის გადამზიდავი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება