2. თუ მხარეთა შეთანხმება არ არსებობს, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტავისთვის ან გამგზავნისთვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება იმ ვადისა და განაკვეთების შესაბამისად, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიღებულია შესაბამის სანავსადგურე ერთეულში.
3. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.05.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 10.05.2022 კანონი №1547
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 132 1. მხარეების შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ დამატებითი დრო (კონტრსტალიური დრო) და კონტრსტალიური დროის განმავლობაში ტვირთის გადამზიდავისათვის გემის მოცდენის გამო საფასურის ოდენობა (დემერეჯი), აგრეთვე ჯილდო (დისპაჩი) სტალიური დროის გასვლამდე გემის დატვირთვა - გადმოტვირთვის დამთავრებისათვის. 2. თუ მხარეთა შორისშეთანხმება არ არსებობსარსებობს, შეთანხმება, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტველისდამფრახტავისთვის ან გამგზავნისათვისგამგზავნისთვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისიმ ნავსადგურში ჩვეულებრივ მიღებული ვადისა და განაკვეთების შესაბამისად.შესაბამისად, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიღებულია შესაბამის სანავსადგურე ერთეულში. 3. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება