2. თუ ტვირთის გადასაზიდად გემი გამოყენებულია მთლიანად, ხოლო ტვირთის მიმღები არ გამოცხადდა დანიშნულების ნავსადგურში ან უარი განაცხადა ტვირთის მიღებაზე, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ტვირთის გამგზავნს. კაპიტანმა ნავსადგურში ტვირთი უნდა გადმოცალოს და საწყობში ჩააბაროს მხოლოდ გადმოტვირთვის ვადის დამთავრებისა და კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ, თუ ამ დროის განმავლობაში მიღებული არ არის ტვირთის გაგზავნის სხვა განკარგულება. გადამზიდავის მიერ ტვირთის ჩაბარებისათვის დახარჯული დრო ჩაითვლება გემის მოცდენად.
3. თუ შესანახად ჩაბარებული ტვირთი არ იქნა მოთხოვნილი ნავსადგურში გემის შესვლიდან ორი თვის განმავლობაში და გამგზავნი არ აუნაზღაურებს გადამზიდავს ამ გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გადამზიდავს უფლება აქვს გაყიდოს ეს ტვირთი და შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს. მალფუჭებადი მოუკითხავი ტვირთი შეიძლება გაიყიდოს აღნიშნული ვადის გასვლამდე. ამის შესახებ გადამზიდავი ატყობინებს ტვირთის გამგზავნს.
4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა განისაზღვრება, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 11.12.2015 კანონი №4622
- 22.02.2011 კანონი №4222
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 153 1. თუ გადაზიდვისათვის გამოყენებულია გემის ნაწილი, ხოლო დანიშნულების ნავსადგურში მიმღებმა არ გამოითხოვა ტვირთი, არ გასცა რაიმე განკარგულება მის შესახებ, ან უარი თქვა ტვირთის მიღებაზე, გადამზიდავს უფლება აქვს ტვირთი შეინახოს საიმედო ადგილას გამგზავნის რისკით და ხარჯზე და ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ტვირთის გამგზავნს. 2. თუ ტვირთის გადასაზიდად გემი გამოყენებულია მთლიანად, ხოლო ტვირთის მიმღები არ გამოცხადდა დანიშნულების ნავსადგურში ან უარი განაცხადა ტვირთის მიღებაზე, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ტვირთის გამგზავნს. კაპიტანმა ნავსადგურში ტვირთი უნდა გადმოცალოს და საწყობში ჩააბაროს მხოლოდ გადმოტვირთვის ვადის დამთავრებისა და კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ, თუ ამ დროის განმავლობაში მიღებული არ არის ტვირთის გაგზავნის სხვა განკარგულება. გადამზიდავის მიერ ტვირთის ჩაბარებისათვის დახარჯული დრო ჩაითვლება გემის მოცდენად. 3. თუ შესანახად ჩაბარებული ტვირთი არ იქნა მოთხოვნილი ნავსადგურში გემის შესვლიდან ორი თვის განმავლობაში და გამგზავნი არ აუნაზღაურებს გადამზიდავს ამ გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გადამზიდავს უფლება აქვს გაყიდოს ეს ტვირთი და შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს. მალფუჭებადი მოუკითხავი ტვირთი შეიძლება გაიყიდოს აღნიშნული ვადის გასვლამდე. ამის შესახებ გადამზიდავი ატყობინებს ტვირთის გამგზავნს. 4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებშინავსადგურში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა,ვადა განისაზღვრება, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება სააგენტოსსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისწესის შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება