მუხლი 195🔗
ტაიმ-ჩარტერით დაფრახტული გემის ეკიპაჟის მიერ ტაიმ-ჩარტერის ვადის გასვლამდე ზღვაზე განხორციელებული სამაშველო ოპერაციებისათვის გამოყოფილი გასამრჯელო თანაბრად უნაწილდებათ გემთმფლობელსა და დამფრახტველს, გემისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხისა და გემის ეკიპაჟის წევრების წილის გამოკლებით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება