2. ამ შემთხვევაში დამფრახტველს უბრუნდება სახელშეკრულებო ფასის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის.
3. დამფრახტველი ვალდებულია გემთმფლობელს გემი დაუბრუნოს მისი მიღებისას არსებული სახით, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. გემის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დამფრახტველი გემთმფლობელს ზიანს უნაზღაურებს.
4. თუ დამფრახტველმა გააუმჯობესა გემის მდგომარეობა, გემთმფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი. თუ გემთმფლობელი უარს იტყვის გაუმჯობესებულის ანაზღაურებაზე, დამფრახტველს უფლება აქვს გამოაცალკეოს ის, რაც გააუმჯობესა, თუკი ეს შესაძლებელია.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 203 1. გემის დაბრუნების შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა მიიღოს ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვისსარგებლობისათვის. . 2. ამ შემთხვევაში დამფრახტველს უბრუნდება სახელშეკრულებო ფასის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის. 3. დამფრახტველი ვალდებულია გემთმფლობელს გემი დაუბრუნოს მისი მიღებისას არსებული სახით, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. გემის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დამფრახტველი გემთმფლობელს ზიანს უნაზღაურებს. 4. თუ დამფრახტველმა გააუმჯობესა გემის მდგომარეობა, გემთმფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი. თუ გემთმფლობელი უარს იტყვის გაუმჯობესებულის ანაზღაურებაზე, დამფრახტველს უფლება აქვს გამოაცალკეოს ის, რაც გააუმჯობესა, თუკი ეს შესაძლებელია. თავი XIII. საზღვაო იპოთეკა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება