2. ფონდი იქმნება იმ თანხის ოდენობით, რაც არ სცილდება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლებს. ეს ფონდი იქმნება ფულადი შენატანების გზით (დეპოზიტით) ან სხვაგვარი უზრუნველყოფით, რომელიც აღიარებულია მისაღებად და საკმარისად სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, რომელშიც იქმნება ფონდი.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3043
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 343 1. თავისი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გემთმფლობელს უფლება აქვს, შექმნას ფონდი სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, სადაც მას მოთხოვნა წაუყენეს,წაუყენეს. შეუძლიაამასთანავე, შექმნასშრომის ფონდი.საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციდან“ (MLC 2006) გამომდინარე ფინანსური გარანტიების სისტემა, ამ კონვენციის A2.5.2 სტანდარტის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოფდეს პირდაპირ წვდომას, საკმარის დაფარვასა და გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი მიტოვებული მეზღვაურისთვის. 2. ფონდი იქმნება იმ თანხის ოდენობით, რაც არ სცილდება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლებს. ეს ფონდი იქმნება ფულადი შენატანების გზით (დეპოზიტით) ან სხვაგვარი უზრუნველყოფით, რომელიც აღიარებულია მისაღებად და საკმარისად სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, რომელშიც იქმნება ფონდი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება