ა) შრომის სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე დასახიჩრებით, ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი დაზიანებით ან სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მათი სრული დაკმაყოფილების შემდეგ სოციალური დაზღვევის მოთხოვნები, რამდენადაც ყველა ეს მოთხოვნა ეხება შესაბამის გემს;
ბ) ბირთვული ზიანიდან და ზღვის დაბინძურებიდან გამომდინარე მოთხოვნა;
გ) სანავსადგურო საფასურის მოთხოვნა;
დ) გადარჩენის ჯილდოსა და საერთო ავარიის შენატანების საერთო მოთხოვნა;
ე) ზღვაზე გემების შეჯახებით ან სხვა საზღვაო ინციდენტებით გამოწვეული ზიანის, ნავსადგურის ნაგებობათა, ნავსადგურის სხვა ქონების, აგრეთვე სანავიგაციო მოწყობილობათა დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;
ვ) გემის კაპიტნის უფლებამოსილების ფარგლებში გემის შენარჩუნების ან რეისის გაგრძელებისათვის ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მოთხოვნა;
ზ) ტვირთთან ან ბარგთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;
თ) ფრახტისა და ტვირთის გადასაზიდად გადასახდელი სხვა თანხების ანაზღაურების მოთხოვნა.
2. სანავსადგურე ერთეულში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნა უტოლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის მიხედვით, თუ რომელი ქონებიდან დაკმაყოფილდება ისინი.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.05.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 10.05.2022 კანონი №1547
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 350 1. სხვადასხვა, მათ შორის გირაოთი უზრუნველყოფის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უნდა დაკმაყოფილდეს უპირველესი მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით: ა) შრომის სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე დასახიჩრებით, ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი დაზიანებით ან სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მათი სრული დაკმაყოფილების შემდეგ სოციალური დაზღვევის მოთხოვნები, რამდენადაც ყველა ეს მოთხოვნა ეხება შესაბამის გემს; ბ) ბირთვული ზიანიდან და ზღვის დაბინძურებიდან გამომდინარე მოთხოვნა; გ) სანავსადგურო საფასურის მოთხოვნა; დ) გადარჩენის ჯილდოსა და საერთო ავარიის შენატანების საერთო მოთხოვნა; ე) ზღვაზე გემების შეჯახებით ან სხვა საზღვაო ინციდენტებით გამოწვეული ზიანის, ნავსადგურის ნაგებობათა, ნავსადგურის სხვა ქონების, აგრეთვე სანავიგაციო მოწყობილობათა დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა; ვ) გემის კაპიტნის უფლებამოსილების ფარგლებში გემის შენარჩუნების ან რეისის გაგრძელებისათვის ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მოთხოვნა; ზ) ტვირთთან ან ბარგთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა; თ) ფრახტისა და ტვირთის გადასაზიდად გადასახდელი სხვა თანხების ანაზღაურების მოთხოვნა. 2. ნავსადგურშისანავსადგურე ერთეულში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნა უტოლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებშიქვეპუნქტებით აღნიშნულგათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის მიხედვით, თუ რომელი ქონებიდან დააკმაყოფილებენდაკმაყოფილდება მათ.ისინი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება