2. ნაოსნობის პერიოდში გემის უცხო ქვეყნის ნავსადგურში დგომისას ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს, ხელმძღვანელობს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის დადებული ნაოსნობის ხელშეკრულებებით და საერთაშორისო სამართლის კოლიზიური ნორმებით.
3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს, აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს, გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.
4. გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას.
საქართველოს 20005 წლის 20 აპრილის კანონი №1361-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.133
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3541-სსმI, №36, 04.08.2006წ., მუხ.267
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51,29.09.2010წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60 11. . (ამოღებულია). 2. ნაოსნობის პერიოდში გემის უცხო ქვეყნის ნავსადგურში დგომისას ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს, ხელმძღვანელობს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის დადებული ნაოსნობის ხელშეკრულებებით და საერთაშორისო სამართლის კოლიზიური ნორმებით. 3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს, აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს, გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს. 4. გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას. საქართველოს 20005 წლის 20 აპრილის კანონი №1361-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.133 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3541-სსმI, №36, 04.08.2006წ., მუხ.267 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51,29.09.2010წ., მუხ.332მუხ.3
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება