2. სანავსადგურე ერთეული საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისა და სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დაცვის მიზნით ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სალოცმანო სამსახურის მიერ სალოცმანო ოპერაციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
გ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისთვის სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სანავსადგურე ერთეულში ყველა რესურსის მობილიზება;
დ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციების დადგენილი წესით განხორციელება.
3. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისთვის განსაზღვრული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.05.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.05.2022 კანონი №1547
- 22.02.2011 კანონი №4222
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80 1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებაზეგანხორციელებისთვის პასუხისმგებელია საზღვაოსანავსადგურე ნავსადგური.ერთეული. 2. სანავსადგურე ერთეული საზღვაო ნავსადგურინავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობისანაოსნობის განხორციელებისა და ნავსადგურშისანავსადგურე ერთეულში წესრიგის დაცვის მიზნით ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სალოცმანო სამსახურის მიერ სალოცმანო ოპერაციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად შესაბამისისათანადო პირობების შექმნა ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურისსანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება; გ) უზრუნველყოს ნავსადგურისსანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების,ოპერაციების განსახორციელებლად, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციოლიკვიდაციისთვის სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ნავსადგურშისანავსადგურე ერთეულში ყველა რესურსის მობილიზება; დ) უზრუნველყოს ნავსადგურშისანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციების დადგენილი წესით განხორციელება. 3. საზღვაოსანავსადგურე ნავსადგურიერთეული ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულიგათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას ვალდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისათვისშემთხვევებისთვის განსაზღვრული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1022-986(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2009
აღნიშნული სამსახური წარმოადგენდა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს და საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-80 მუხლისა და „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების“ მე-2 მუხლის, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, ახორციელებდა სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პორტებში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება