1. საქმის ზეპირი განხილვა იწყება სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით.
2. მომხსენებელი წარმოადგენს საქმის გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რის შემდეგაც მხარეებს ეძლევათ სიტყვა შუამდგომლობების დასაყენებლად და დასასაბუთებლად და იწყება მხარეთა მოსაზრებების მოსმენა. თუ საქმის ზეპირი განხილვისას დაშვებული იქნება ახალი მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენა არ იწვევს საქმის განხილვის გადადებას, სასამართლო მხარეს მისი მოსაზრების წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს გონივრულ დროს.
3. სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
თავი XLVII
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-1238(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
სწორედ ეს აზრია გატარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, საქმის ზეპირი განხილვა იწყება სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით.
- საქმე №ას-134-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
სააპელაციო სასამართლომ შეაფასა აპელანტის 2023 წლის 27 ნოემბრის განცხადება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 380-ე, 383-ე, 257-ე, 63-ე მუხლების საფუძველზე, განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ხდება საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, შესაბამისად იმ დროის განმავლობაში, როდესაც სასამართლოს გადადებული აქვს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რაიმე საპროცესო მოქმედებას მხარეები ვეღარ შეასრულებენ.
- საქმე №ას-605-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
საკასაციო საჩივრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის მოტივით შედავებულია სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების ყველა წინმსწრები განჩინება.
- საქმე №ას-871-838-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2017
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელეებმა) მოითხოვა საკასაციო საჩივრის უარყოფა და განმარტა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, მხარეთა შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დარღვევად არ შეიძლება შეფასდეს სსსკ-ის 383-ე მუხლის მესამე ნაწილის მოწესრიგება, რომელიც ადგენს, რომ „სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები ამ კოდექსით დადგენილი წესით“.
- საქმე №ას-956-906-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2015
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 383-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლება მტკიცებულებების შემოწმების საკითხში, რითაც დაირღვა ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, მხარისათვის მინიჭებული სასამართლო წესით დაცვის უფლება.
- საქმე №ას-952-910-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2014
- საქმე №ას-1035-970-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2012
- საქმე №ას-1639-1629-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2011
- საქმე №ას-258-242-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2011
- საქმე №ბს-1399-1363(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2010
- საქმე №ას-696-652-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2010
- საქმე №ბს-1550-1507(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2009
- საქმე №ბს-161-150(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2007
- საქმე №ას-515-899-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.01.2007
- საქმე №3გ-ად-182-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2002
- საქმე №3კ/965-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2001
- საქმე №3გ/ად-51-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2001
- საქმე №3კ/571-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.08.2001
- საქმე №3გ/ად-40კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2001
- საქმე №330310918002300833 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება