სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლი · სსსკ 415
თავი LI — კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი
კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
საქმე №ბს-52(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლზე რომლის თანახმადაც, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.
საქმე №ას-1180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2023
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 414-ე, 415-ე, 416-ე, 59-ე, მე-60, 63-ე, 70-ე, 93-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
საქმე №ბს-359(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2022
…შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.
საქმე №ას-469-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სახეზეა სსსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შერეული ბრალი, ვინაიდან დადგენილია, რომ დამზღვევმა ბრალეული ქმედებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია ზიანი, ხოლო…
საქმე №ბს-796(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2021
კ-ამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 415, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-415/