2. სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-1335აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2024
„სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად“ ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი). 13. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, „დამოუკიდებელი…
- საქმე №330210016001598621 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
…კ----ს რაიონული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი (ექიმი) ლ------------–---–-, 2016 წლის 6 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აუნაზღაურდა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან.
- საქმე №330210016001598621 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
…საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანების (სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე) მართლზომიერების საკითხი. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება