2. სამედიცინო დაწესებულება, საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების წესს, ფორმას და ოდენობას.
3. სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება ნარდობლივია. მისი ოდენობა და პირობები განისაზღვრება:
ა) ცალკეულ სპეციალობებში მაქსიმალური დატვირთვის ნორმატივით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტრო;
ბ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამედიცინო დაწესებულებასა და ცალკეულ მუშაკს შორის.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3094
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-713-300(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2005
უფრო მეტიც, კანონის “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას წარმართავს თავისი წესდების შესაბამისად.
- საქმე №3კ/724-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2001
…მიუთითა, რომ კ. კ-შვილის მეორე თანამდებობა –...-ის მთავარი ექიმი _ არ წარმოადგენს საჯარო თანამდებობას. კ. კ-შვილის...-ის ექიმ მეან-გინეკოლოგის თანამდებობიდან განთავისუფლებას ის დაედო საფუძვლად, რომ მას არ ჰქონდა დატვირთვა. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, თუ სამედიცინო პერსონალი ნებისმიერი 6 თვის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს ქვეყანაში…
- საქმე №330100117001996912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად კი, სამედიცინო დაწესებულება ოპერაციის ჩატარებამდე საქმიანობას აწარმოებს თავისი წესდების შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება