2. სამეცნიერო კვლევაში მონაწილე ავადმყოფის და ჯანმრთელი მოხალისის უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანზე ბიოსამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აღიარებული საერთაშორისო ნორმებით.
3. სამედიცინო განათლების პროცესში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ინფორმირებული თანხმობა.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-605-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
ასევე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება), მე-8 მუხლის პირველ პუნქტს (სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა…
- საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
ასევე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება), მე-8 მუხლის პირველ პუნქტს (სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა…
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
…გაწევის აუცილებელი პირობა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 22.1 მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, მე-7, მე-8, 41-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.03.09წ. №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ 2.9 მუხლის თანახმად, სამედიცინო ჩარევის აუცილებელი და გარდაუვალი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.
- საქმე №330210018002486376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
…მოსარჩელე/პაციენტი ვალდებულია ოპერაციის წინა პერიოდში ხელი მოაწეროს ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------ის 2009 წლის 19 მარტის N1---- ბრძანებით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით: სამკურნალო, დიაგნოსტიკური, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ ან პალიტიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება