„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/75
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/75

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ქ) განახორციელოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და ძეგლების სახელმწიფო რეესტრისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიის წარმოება, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და არამატერიალური ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი რეესტრიდან ამორიცხვა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა და მათი ექსპერტიზა;

ღ) უზრუნველყოს ძეგლის  მესაკუთრესთან (კანონიერი მოსარგებლე) ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულებების გაფორმება;

ყ) განახორციელოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე