1.
იმ თამასუქის გადახდის ვადა, რომელიც ექვემდებარება გადახდას გაცემიდან ან წარდგენიდან ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში, დგება გადახდის თვის შესაბამის დღეს.
2.
თუ ამ თვეში შესაბამისი დღე არ არის, თამასუქის გადახდის დღედ ითვლება თვის ბოლო დღე.
3.
თუ თამასუქი გამოწერილია გაცემიდან ან წარდგენიდან თვენახევრის ან რამდენიმე თვისა და თვე-ნახევრის ვადით, ჯერ დაითვლება სრული თვეები.
4.
თუ გადახდის ვადად მითითებულია თვის დასაწყისი, შუა ან ბოლო ( იანვრის შუა, თებერვლის შუა) პერიოდი, მაშინ მოცემული გამოთქმები აღნიშნავენ პირველ, მეთხუთმეტე ან თვის უკანასკნელ დღეს.
5.
სიტყვები „რვა დღე“, „თხუთმეტი დღე“ აღნიშნავს არა ერთ ან ორ კვირას, არამედ სრულ რვა ან თხუთმეტ დღეს.
6.
სიტყვები „ნახევარი თვე“ აღნიშნავს თხუთმეტ დღეს.
თავი 6
გადახ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330210018002331125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.01.2019
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, 29-ე, 32-ე, 37-ე, 42-ე მუხლის მიხედვით თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია თამასუქის გადახდისათვის, გადასახდელად განსაზღვრულ დღეს გაცემული თამასუქი გადაიხდება თვის შესაბამის…
- საქმე №330210018002530490 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.04.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 32-ე, 37-ე, 42-ე, 70-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 172-ე მუხლები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თამასუქის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება