თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა:
ა)
არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო;
ბ)
პროცენტებისა, ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გადახდის ვადიდან გამოიანგარიშება;
გ)
პროტესტის, შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები;
დ)
საურავისა, თამასუქის თანხის სამი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის ვადიდა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №330210018002331125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.01.2019
რაც შეეხება მოსარჩელის მე-2 სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრება 2017 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ შეესაბამება „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო;
- საქმე №330210119002949440 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
…შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს თამასუქის გამცემს და სხვა ვა-–დებულ პირებს. შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა)არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვა-–ისწინებული იყო;
- საქმე №330210119002924779 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.04.2019
…ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო.
- საქმე №330210018002530490 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.04.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 32-ე, 37-ე, 42-ე, 70-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 172-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1
- საქმე №330210018002613934 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.12.2018
…არ არის აქტუალური, ვიანიდან არ არის აუცილებელი გადახდაზე უარის თქმის გარემოების ფიქსაცია სათანადო წესით შედენილ აქტში, რამდენადაც გადახდაზე უარის თქმის ფაქტი არ იწვევს ეჭვს განსახილველი სათასმასუქო ურთიერთობის სუბიექტებში. 6.2. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თამასუქის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება