1. საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი:
ა) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ სამუშაო გეგმას;
ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს და გასცემს რეკომენდაციებს.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რეკომენდაციები გაიცემა ამ კანონის 21-ე მუხლის „ა“, „გ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება გამოიცემა ამ კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2283 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 20.02.2025 კანონი №315
- 01.12.2022 კანონი №2283
- 30.11.2022 კანონი №2210
- 29.06.2017 კანონი №1157
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებები საჯარო სამსახურის სფეროში 1. საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი: ა) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ სამუშაო გეგმას; ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს და გასცემს რეკომენდაციებს. 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რეკომენდაციები გაიცემა ამ კანონის 21-ე მუხლის „ა“, „გ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება გამოიცემა ამ კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. [მუხლი 23. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში საჯარო სამსახურის სფეროში 1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის შედეგები აისახება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დასაბუთებულ წლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საჯარო სამსახურის საბჭოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნდება პროაქტიულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/11/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება