1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.
2. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №2კ-441აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
…II-27). 5.7. ამასთან, „ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებად დასახელებულია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულების ყოველივე გარეშე ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად განხორციელების რეალური შესაძლებლობა.
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, მე-3 პუნქტით კი, მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები (ცვლილებამდე ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლი).
- საქმე №ბს-330(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
- საქმე №330310016001618726 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2020
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
- საქმე №020212218002324922 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში მართლმსაჯულებას საერთო სასამართლოები ახორციელებენ.
- საქმე №611210019003299988 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 06.03.2020
- საქმე №611210019003290004 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №611210019003359579 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 20.02.2020
- საქმე №330210019002928675 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №330210018002786584 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2019
- საქმე №020100118002452194 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №140210018002725136 · გორის რაიონული სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №ას-404-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2024
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება