მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით
1. მუნიციპალიტეტმა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა და თანხის ამოღების ადმინისტრირება შეიძლება განახორციელოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესებით.
2. ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა- დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №70, 17.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016335 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3054625/muxli-11/