„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№644
სარეგისტრაციო კოდი
010110020.10.003.019031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №644

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების (დანართი №2) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან შეთანხმებით წარდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი