თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.
თავი მეთოთხმეტე
სამკვიდრო მოწმო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-696-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
სსკ-ის 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1495-ე, 1498-ე მუხლებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს მმართველის დანიშვნის აუცილებლობა, ვინაიდან…
- საქმე №ას-1048-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის შესაბამისად, ი.გ–ი წარმოადგენდა სამკვიდროს მმართველს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 71-ე ბრძანებით…
- საქმე №ას-644-615-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ანდერძის აღმსრულებლის ასეთი უფლებამოსილება არაპირდაპირ გამომდინარეობს სსკ-ის 1498-ე მუხლის შინაარსიდანაც (თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.
- საქმე №080210019002528215 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
იმ საკითხის გადასაწყვეტად, ი----- გ------–-–---–-ს მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, წარმოეშვა, თუ არა ბ---- ვალდებულება გადაეცა მისთვის, გარდაცვლილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა და ეს გადაცემა ითვლება, თუ არა ვალდებულების შესრულებად, რაც იწვევს ვალდებულების შეწყვეტას- პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.
- საქმე №190310016001492095 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2018
…გასაყიდად გამოტანის შეჩერება 2016 წლის 12 ივლისამდე და სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდეგ დამატებითი საზღაურის გარეშე გადაცემა, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს სამკვიდროს მასაში შემავალი ფასიანი სანომრე ნიშნი. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება